<p><i>Aucards</i> — ეს არის უფასო და ღია კოდის აპლიკაცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას შექმნათ და შეინახოთ მოკლე შეტყობინებები თქვენს მოწყობილობაზე. საჭირო დროს მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ და აჩვენოთ ისინი მოსაუბრეს.</p><p>აპლიკაცია პირველ რიგში განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კომუნიკაციაში გარკვეული სირთულეები ექმნებათ, რათა დაეხმაროს მათ ლაღად და ნათლად გამოხატონ საკუთარი საჭიროებები ან ემოციები.</p>